კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია მომდევნო წელს აირჩევს 2029 წლის ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყანას. ტურნირის მასპინძლობაზე რვა ქვეყანას აქვს მოთხოვნა შეტანილი.
FIBA-ში ამბობენ, რომ ტურნირის ჩატარება სურთ ესტონეთს, ფინეთს, გერმანიას, საბერძნეთს, ლიეტუვას, ნიდერლანდებს, სლოვენიასა და ესპანეთს. 2025 წლის მაისში აირჩევენ ოთხ ქვეყანას, სადაც ევროპის რიგით 43-ე ჩემპიონატი ჩატარდება.