„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. ეს ჩემი ვარაუდია. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ეს ასეა, უმძიმესი მუხლია (სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლი)... შენ რომ ესხმი თავიდან, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივია, თუნდაც თავდაცვის მიზნით, თავს ხო არ გაალახინებ. თავი უნდა დაიცვა“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ჟურნალისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მას გუშინ ღამით „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.
ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვითვე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას. ექიმის ინფორმაციით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.