როგორც მოგეხსენებათ, 18 იანვარს მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“მერაბი კარგი მებრძოლია, მას კარგი კარდიო და პრესინგი აქვს, ის საუკეთესო თავისუფალი სტილის მოჭიდავეა. მერაბს ჩემპიონის გული აქვს”. - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
ცნობისთვის, მერაბის ბრძოლა ლოს ანჯელესშია ჩანიშნული.