მეტროსადგურის გვირაბსა და ბაქანზე სამუშაოების დაწყების პირველივე კვირებში მოიხსნა აზბესტის ფილები - მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. კონტრაქტორ „ბადა ქონსთრაქშენს“ მიღებული აქვს თანხის 22 პროცენტი (3 მილიონ ლარამდე), რაშიც შედის ავანსი (2,5 მილიონი ლარი) და შესრულებული სამუშაოებისთვის გახადახილი 496 ათასი ლარი.
„მთავარი ნაწილი იყო ჭერისა და იატაკის რეაბილიტაცია. ამ დრომდე ჭერი ობიექტური მიზეზების გამო ვერ გაკეთდა“, - ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.
თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 13,4 მილიონი ლარის მომსახურებაზე „ბადა ქონსთრაქშენთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 21 დეკემბერს. საპროექტო დოკუმენტები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გაგზავნილი, რომელზე დასკვნასაც კომპანიები ელოდებიან.
კონტრაქტის დადებიდან თითქმის ორი წლისთავზე, 2024 წლის 11 დეკემბერს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ და „ბადა ქონსთრაქშენმა“ ხელშეკრულების ვადა 9 თვით, 2025 წლის 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს (ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 2025 წლის 1 დეკემბრამდე).
კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:
- „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვე გაგრძელდა;
- დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამი წელი გაგრძელდა.
„ვარკეთილის“ სადგურის რეაბილიტაცია 18 თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ვადა 33 თვემდე გაიზარდა.