"მე და მერაბი სომხურ-ქართული ცეკვებით გამარჯვებას ვიზეიმებთ" - არმან ცარუკიანის კომენტარი

1 week ago 7

19 იანვარს, UFC 311-ზე ორი სატიტულო ბრძოლა შედგება.

სუპერმსუბუქ წონაში ტიტულს მერაბ დვალიშვილი დაიცავს, რომელიც უმარ ნურმაგომედოვს შეხვდება.

ხოლო, მსუბუქ წონაში საუკეთესოს წოდებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს არმან ცარუკიანი და ქამრის მოქმედი მფლობელი, ისლამ მახაჩევი დაუპირისპირდებიან.

არმან ცარუკიანმა დაანონსებული ბრძოლებზე მცირედით "არიელ ჰელვანის შოუში" ისაუბრა.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე და მერაბი ერთ მხარეს ვართ და ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ... მე საქართველოში დავიბადე.

იმედი მაქვს, რომ ბრძოლის საღამოს, მე და დვალიშვილი სომხური და ქართული ცეკვებით ვიზეიმებთ"

- ამბობს ცარუკიანი.

სრულად წაკითხვა