“მე დედის გვარზე ვარ, სხირტლაძე ჩემი ნამდვილი გვარი არ არის…” – როგორია დუტა სხირტლაძის ცხოვრება კამერებს მიღმა, ორი ქორწინება, ოჯახი და აქამდე უცნობი ამბები

1 week ago 4

დუტა სხირტლაძე 1973 წლის 6 ივლისს, თელავში დაიბადა. სხირტლაძე დედის გვარია, ნამდვილი გვარი კი ვალიცკია. როგორც მსახიობ აღნიშნავდა, მამის მხრიდან ბებია სომეხი ჰყავს, ვალიცკი კი პოლონური წარმოშობის გვარია.

“მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ” – ამბობდა დუტა ერთ-ერთ ინტერვიუში.

90-იან წლებში დუტა სხირტლაძე პირველ მეუღლეს ირმა გველესიანს დაშორდა. სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს მარიამი. გოგონა საქართველოში პერიოდულად სტუმრად ჩამოდის, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. თავადაც მსახიობობით არის გატაცებული და ფრაიბურგის თავისუფალ თეატრში თამაშობს.

ფართო საზოგადოებამ ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემიდან „ვის უნდა 20 000“ გაიცნო. წლების განმავლობაში იყო რუსთავი 2-ის სხვადასხვა შოუს წამყვანი და ერთ-ერთი მთავარი სახე. 2012 წლიდან 2024 წლამდე მოღვაწეობდა ტელეკომპანია “იმედზე”.

დუტა უკვე წლებია იუველირ მარინა ნაცვლიშვილზეა დაქორწინებული. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.

“ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელი სწორედ დუტაა. ჩავრთე კიდეც ამ საქმიანობაში. ძერწვა ეხერხება და ნიმუშებს სანთლით ქმნის. ამ საქმეში დასახმარებლად ხშირად მისი შუაღამისას გაღვიძება მიხდება. მიუხედავად ამისა, უპრეტენზიოდ ასრულებს ხოლმე ჩემს თხოვნას…”

მუშაობის პროცესი ძალზე არასასურველია ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით თვალების, კბილების, ხელის კანისთვის. მუშაობის პროცესში ჰაერში ისეთი ნივთიერებები ტრიალებს, რომლებიც ჯანმრთელობას ვნებს. მით უმეტეს, რომ სახელოსნოში ჩემთან ერთად 10 ადამიანი მუშაობს. ნამდვილად საზიანოა, თუმცა, ძალიან საინტერესო…”

დუტა თეატრალურ სარდაფში გავიცანი, სადაც ლევან წულაძემ კოსტიუმების მხატვრად მიმიწვია. გაცნობიდან ძალიან მალე ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ორი შვილი გვყავს – ნინი და ლუკა. ნინი პარიზში სორბონის უნივერსიტეტში ვიზუალურ ხელოვნებას, ლიტერატურასა და რეჟისურას სწავლობს. კარგად ხატავს და მღერის. ხელოვნებისადმი ინტერესი, ალბათ, ოჯახის წევრების გავლენა იყო. ჩემი მამაც კომპოზიტორი გახლდათ და არაჩვეულებრივად მღეროდა…” – ამბობდა მარინა ნაცვლიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„მე კი არ მაქვს პრობლემა მათი გამოჩენის, ჩემს შვილებს არ უნდათ. ერთი რამ იციან ძალიან კარგად – მამა რომ ტელევიზორში ჩანს, ეს მათთვის დიდი არაფერი ხეირია. მამა ჩანს ტელევიზორში და დამთავრდა, დანარჩენი თავისით უნდა ქნან ცხოვრებაში რამე საერთოდ და მაგას „ჩალიჩობენ“. იმიტომ, რომ დუტას შვილები არიან, პრივილეგიები არ უნდა იყოს…“ – ამბობდა დუტა.

წყარო : Marao.ge

Post Views: 2

სრულად წაკითხვა