რამდენი სპეცრაზმელი ურტყამს და სად, რა მეთოდებს იყენებენ, როგორ ამცირებენ აქციის მონაწილეებს, როოგორ დასცინიან და ამცირებენ მათ, განურჩევლადა ასაკისა, პროფესიისა და სქესისა, თავად დემონსტრანტები გვიყვებიან დეტალებს, რომელთა წაკითხვას თავი უნდა აარიდონ სუსტი ნერვების მქონე პირებმა. სხვადასხვა დემონსტრანტის ნაამბობთა დეტალები, რომლებიც მათ გათავისუფლების შემდეგ მედიაში გააჟღერეს, სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ ამოკრიბა და გამოაქვეყნა.
მცირე ნაწილი იმ ჯოჯოხეთისა, რაც ეს დღეებია ტრიალებს:
“რომ დავინახე, ესენი გამოცვივდნენ, ვიფიქრე რომელიმე მოქალაქის დასაკავებლად, დავიწყე უკან სვლა და ვცდილობდი გადამეღო უფრო უსაფრთხო სივრციდან, როცა წამავლეს ხელი და აღმოვჩნდი მათ ცენტრში და მაშინვე დამიწყეს ცემა. ვყვიროდი, რომ ვარ ჟურნალისტი, თუმცა მალევე გავიგონე, ჰოდა ჟურნალისტი რომ ხარ, შენი ასე და ისეო, შემაგინეს. მაგ დროს ჩამარტყეს და გავაცნობიერე, აზრი არ ჰქონდა, ვინ ვიქნებოდი, რა პროფესიის და რომ დაცული უნდა ყოფილიყო ჩემი უფლებები. მათთვის მთავარი იყო, რომ ვიღაც ეცემათ, თან დიდი მონდომებით.
ცოტა ხანს მატრიალებდნენ აქეთ-იქით, მირტყამდნენ მუშტებს, ცდილობდნენ, წაეგლიჯათ ყველაფერი. მე მეკეთა ამოსაცნობი ნიშნები, ჩაფხუტი, აირწინაღი, მქონდა დიდი პრესბარათი, ორი ფოტოკამერა, რომლებიც წამართვეს. ჩამომგლიჯეს პრესბარათი, მომაგლიჯეს აირწინაღი, ცდილობდნენ, რომ ჩაფხუტი მოეგლიჯათ, ეტყობა სტკიოდათ, ჩაფხუტს რომ ურტყამდნენ. მერე ცემის კორიდორი გააკეთეს, წამიყვანეს დასაკავებლად და ამ კორიდორშიც მირტყამდნენ აქეთ-იქიდან. რამდენჯერმე ჩავიკეცე, ვცდილობდი, არ დავცემულიყავი. ვხედავდი, რომ უკნიდანაც მორბოდნენ, რომ ჩაერტყათ. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო, გამეძლო, რაც შეიძლება, მეტხანს გამეძლო. როცა ვიფიქრე, რომ ყველაფერი მორჩა, ავიხედე და მაშინ მომხვდა ყველაზე მძიმედ ხელი. დავეცი, გავითიშე რამდენიმე წამით. მერე დავინახე, რომ სახეში ფეხი ჩამარტყეს.
მერე ამათრიეს და პარლამენტის უკან გამიყვანეს. რომ გამოვფხიზლდი, მახსოვს, ის ვთქვი, რომ მეტი აღარ შემიძლია, ნუ მცემთ, უბრალოდ დამაკავეთ-მეთქი. განყოფილებაში დაგვხვდნენ ექიმები. ექიმებმა რომ შეგხვედეს, მოითხოვდნენ, რომ ვიყავით სასწრაფოდ გადასაყვანი. ერთ-ერთი დაკავებული ითიშებოდა, მე სისხლდენას ვერ მიჩერებდნენ, ცხვირი მქონდა ცუდ მდგომარეობაში, თავიც სისხლიანი მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მალე გადამიყვანეს, ხელბორკილიც არ მომხსნეს დიდხანს, წყალიც არ მოუწოდებიათ. დაიწყეს ჩემი გაფორმება, მომცეს ოქმი, სადაც ეწერა ,,აღიარებითი ჩვენება” , თითქოს მე ვიგინებოდი ხმამაღლა და პოლიციას ვაყენებდი შეურაცხყოფას. ასეთი რამე ტყუილია, ხელი არ მოვაწერე და ამის მერე გადამიყვანეს კლინიკაში” – ალექსანდრე ქეშელაშვილი
“სპეცრაზმელები ერთმანეთს ეუბნებოდნენ შევიკავოთ თავი, სანამ არ შევალთ მოფარებულში. გადაამოწმეს, რომ ადგილზე არ იყვნენ ჟურნალისტები და დაიწყეს ჩემი ცემა. საკუთარი საწვიმარი მეცვა, პონჩო და თავზე გადამაფარეს. 2 ადამიანს ვეჭირე ხელებში დანარჩენები მირტყამდნენ სახეში. რამდენი ადამიანი მირტყამდა და რას არ ვიცი. ამის შემდეგ, რაღაც მომენტში გონება დავკარგე. ცოტახანში რომ გამოვფხიზლდი, მერე კიდევ გადამაფარეს და კიდევ გააგრძელეს ცემა. ამის შემდეგ, [მანქანაში] შეგვყარეს მე და კიდევ სამი ადამიანი. ჯერ ერთი რაუნდი გვცემეს, გავიდნენ და დაახლოებით 30 წამში დაბრუნდნენ. შემოვიდა 5-მდე სპეცრაზმელი, ჩააქრეს შუქი და სიბნელეში გვცემეს…. რომ გამოვფხიზლდი კაი ნაცემი ვიყავი და საერთოდ ეს პონჩო რაც მეცვა, ვთხოვე გამეხადა, რადგან სავსე იყო სისხლით. გავიხადე სისხლმა ჩამოწვეთა დაიწყო, ასევე, შეგვყარეს სამარშრუტო ტაქსში. შემდეგ იქ “ლაითად” გვცემეს – გვირტყეს, დაგვამცირეს. დაგვემუქრნენ – “დუბინკით” გაუპატიურება – ყველანაირი ტიპის დამცირება, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. გინებაზე ლაპარაკი აღარც არის […] ჩასხდნენ მანქანაში, შუქი ჩააქრეს და ჩვენი ცემა დაიწყეს. შუშებიც დაბურული იყო და არაფერი ჩანდა. თავში რამდენჯერმე რომ დამარტყეს, გონება ისევ დავკარგე. როცა გონზე მოვედი და შუქი ანთებული იყო, საწვიმარში ჩემივე სისხლით იყო გუბე დამდგარი” -ლაზარე მაღლაკელიძე
“დარბევის როს ვცდილობდი რომ დავხმარებოდი ხალხს და გამომეყვანა ისეთ ადგილას სადაც არ დაიჭერდნენ, ამ დროს მე დამიჭირეს… კორიდორში გამატარეს, დამიწყეს გინება, რტყმა, სანამ მიმიყვანეს მიკროავტობუსამდე მირტყამდნენ მუშტებს, წიხლებს. აღმოჩნდა, რომ მიკროავტობუსში იწყება მთელი დამუშავება, იქ იყო ერთი ადამიანი, დაგვიხურეს კარი. შემოვარდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და დაგვიწყეს უსასტიკესად გასწორება. დაგვაგდეს ძირს, გვირტყეს წიხლები სახეში, ცხვირში, თავში, ნეკნებში. ჯამში ალბათ 50-მა ადამიანმა დამარტყა ხელი, მონაცვლეობით შემოდიოდნენ 5-5 კაცი. ჩემზე მეტად ეგენი შემეცოდნენ ბოლოს, ფეხსაცმელები დამინახეს, რა კაი ფეხსაცმელი გაცვიაო და გამხადეს და წამართვეს” – დავით ჯალიაშვილი
“ერთი პოლიციელი შემხვდა, რომელმაც დამარტყა და დამაგდო ძირს, მერე გარშემო ყველა მხრიდან პოლიციელი მირტყამდნენ, რომელიც კადრებში არ ჩანდა ეგ მომენტი, მაგ მომენტში გავითიშე როცა მირტყამდნენ. კადრებში რაც ჩანს მაგ მომენტში უკვე გათიშული ვიყავი. რომ ვდგები ძირს ეგ მომენტი საერთოდ არ მახსოვს. უცებ კიდე მირტყამს ის პოლიციელი ჯერ ქუსლს მირტყამს ერთი და მერე მეორე კიდე მირტყამს” – ზვიად მაისაშვილი
“7-მა სპეცრაზმელმა გამიტაცა მირტყეს უმოწყალოდ, ჩემი ძმა გადამეფარა და შემდეგ ჩემ ძმაზე გადაერთნენ, შეგვაგდეს მანქანაში და იქაც მაგრად გვირტყეს, 48 საათი გავატარეთ დროებით იზოლატორში, არ წამიყვანეს საავადმყოფოში, დღეს მთელი დღე სასამართლოში ველოდები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას და ღამის სამ საათზე გადამიდეს იმ მოტივით რომ დამიმძიმონ მუხლი და სამშაბათს გაიმართება სხდომა! ერთადერთი იმას ვნანობ რომ ეს ორი დღე არ ვიყავი თქვენთან ერთად, გადავივლებ და მოვდივარ! ცემას კი არა ცხოვრებასაც გავიღებ ამ ბრძოლისთვის!” – ირაკლი წულაია
“რამდენიმე სპეცრაზმელი რამდენიმე ადამიანს სცემდა […] თითოეული სპეცრაზმელი თან იმას უღებდა, ვისაც თვითონ სცემდა – ძირითადად, სურათებს უღებდნენ. ხარება კი უეჭველად ვიდეოს იღებდა, რადგან ტელეფონი სტატიკურად ეჭირა და აშკარად ეტყობოდა, რომ ვიდეოს იღებდა […] ჩვენ გვაიძულებდნენ, გვეთქვა – ხარებას გაუმარჯოს. თუ არ იტყოდი, მოვიდოდნენ და ჩაგარტყამდნენ” – დათა ხარაიშვილი
“როცა ვმოძრაობდი და ვცდილობდი ტერიტორიას განვრიდებოდი დამიჭირეს, სპეცრაზმელმა ნიღბიანებმა და დამიწყეს ცემა, პირდაპირ ერთი ხუთი ადამიანი მცემდა გარშემო, მაგ დროს გავითიშე, როცა გამოვფხიზლდი მიმათრევდნენ, მერე კიდევ გავჩერდით, გამაჩერეს, რა გიდევს ჯიბეებშიო. იქ კამერები სამწუხაროდ არ იყო იმიტომ რომ ქვევით ვიყავით პატარა სკვერივითაა, ქვევით ვიყავით, კამერები არ იყო, ამ დროს ამომაცალეს ჯიბიდან ყველაფერი ტელეფონი, სახლის გასაღები, მანქანის გასაღები, მხოლოდ საფულე დამიტოვეს და გამომიშვეს პარლამენტის უკან იმოძრავეო. დავიწყე მოძრაობა რა დროსაც მერე სხვა სპეცრაზმელებმა დამიჭირეს, კორდონში შემაგდეს პარლამენტის უკან, იქაც რამდენჯერმე მომარტყეს, კორდონის გატარება ალბათ იცით რა არის.
პოლიციას გადამცეს, პოლიციამ არ იცოდა რა ექნა, იმიტომ რომ რაზე დამიჭირეს, რატომ მცემეს, არანაირი ის არ ჰქონდათ, განყოფილებაშიც რომ გადამიყვანეს არ იცოდნენ რა დაეწერათ, დამიწერეს არ დამორჩილება მოწოდებაზე.
თვალის არეში დაბლა ძვალი რაც გვაქვს მაგის მოტეხილობა მაქვს. იმდენი მირტყეს ისე უმოწყალოდ, ამის ოპერაცია გამიკეთეს. 29-ში რომ მცემეს 30-ში უკვე დილის საათებში გამიკეთეს ოპერაცია საავადმყოფოში. ყურის უკანაც სისხლჩაქცევები, თავის არეში სისხლჩაქცევები, გვერდში კიდევ დიდი დალურჯება მაქვს”- დათო ოქრუაშვილი
“დღეს დილის 12-1 საათზე, აქციაზე მდგომ სმენის სირთულის მქონე ახალგაზრდას, რომელიც მეგობართან ერთად იყო და უკვე სახლისკენ მიდიოდა, სამი რობოკოპი ეტაკათ, გაძარცვეს, სასტიკად სცემეს, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და რამდენიმე საათი დააყოვნეს იქ. არ უზრუნველყვეს თარჯიმანი. ამჟამად არის კლინიკაში თავის არეში დაზიანებებით, ტვინის შერყევით, ცალ თვალს საერთოდ ვერ ახელს. დაზიანებები აქვს სხეულზეც”
“ახლა გამოვედი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. მოვინახულე ორი რეჟიმის მძევალი საბა სხვიტარიძე და ზურა დათუნაშვილი.
ზურას, დაკავებისას სცემეს. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია. საპტრულოს ორმა ნიღბიანმა, მანქანაში მოთავსების შემდეგ იდაყვები ურტყეს თავში, ყური აქვს გატეხილი. მერე აღმოჩნდა რომ იცნეს ვინც იყო აღარ შეხებიან, მაინც ოლიმპიელი და მსოფლიო ჩემპიონია, შეეშინდათ ეტყობა.
რაც შეეხება საბას, აქ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. თუ კი აქამდე უდანაშაულო დემონსტრანტებს დაკავებისას ან სატრანსპორტო საშუალებებში უსწორდებოდნენ, ახლა სხვა ლეველზე არიან გადასულები. საბას დაკავებისას არ შეხებიან, მას შემდეგ რაც მიიყვანეს იზოლატორში, აიყვანეს მეხუთე სართულზე გამომძიებელთან შეადგინეს ოქმი, გამომძიებელმა ოთახი დატოვა, შემოვიდა რამდენიმე ნიღბიანი კრიმინალი. როგორც საბა იხსენებს საკამოდ ნავარჯიშები, “გეგონება აქციიდან იყვნენ მოხსნილებიო” და სცემეს. თუმცა, აქ ეს არ დასრულებულა, რამდენიმე საათში მოკიდეს ხელი და ახლა უკვე მერვე სართულზე აიყვანეს, სადაც მას თხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, საბამ გასცა საკადრისი პასუხი, რის შემდეგაც ისევ გავიდნენ ოთახიდან შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს ურტყამდნენ ძირს დავარნილს და ყველგან.
აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი ამ ქვეყანაში გარდა ქუჩისა, ჩვენი ერთად დგომა და ბრძოლა ახლა არის ჩვენი მთავარი იარაღი. ამ ბიჭებს და დანარჩენ 400 თანამებრძოლს აქვს ახლა ჩვენი იმედი.
საბა და ზურა ორივე მხნედ არიან და ერთი სული აქვთ როდის დაგვიბრუნდებიან რომ გავყაროთ ეს რუსული წარმონაქმნები ამ ქვეყნიდან. არ გაჩერდე!”
“ლუკა გამოუშვეს.
დაკავებისას რობოკოპებმა კუკიაზე აიყვანეს. ქუდი ჩამოაფარეს, სახისა და თავის არეში ურტყეს. პირი სისხლით ჰქონდა სავსე. ბოთლით წყალი აიღეს და კისერში ჩაასხეს, გაცივდიო. სიტყვიერი შეურაცხყოფებიც მიაყენეს. ნივთები გადაუყარეს.
ლუკასთან მყოფი მეორე დაკავებული უმოწყალოდ სცემეს, ეუბნებოდნენ ცოცხს შეგტენით ტ*აკშიო.
ქალებს აგინებდნენ და ამბობდნენ პირველი ქალები არიან დასაჭერები და ეგენი დაიჭირეთო”, – ნათია ძიძიგური.
“ჩემი მეგობარი, ჩემი პატარა ძმა აიყვანეს აქციიდან, 17 წლის ბიჭი! არასრულწლოვანი!!!
ჩასვეს მანქანაში, ჩაქოლეს, ძალიან არის ნაცემი(არ განახებთ ფოტოს), გაძარცვეს ყურსასმენიანად ყველაფერი წაართვეს და მანქანაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ!”, – გიო დამენია.
“ეს არის ჩემი უახლოესი ძმაკაცი, ვატო გვაზავა. მაგარი ტრავმატოლოგი და უმაგრესი ადამიანი. მის ისტორიას მოვყვები და რა ვიცი აბა, დანარჩენს თავად მიხვდებით.
გუშინწინ ორი გოგო ნახა დაგდებული დარბევის შემდეგ. მივარდა ბეტადინებით ექიმური მოვალეობის აღსასრულებლად. ამ დროს მივარდნენ უსისხლოები და დაუწყეს ცემა. აქვე ყურადღებით – ექიმია რას შვრებითო როცა დაიყვირა მისმა მეგობარმა, შეფ რა ვქნათო გასძახეს უფროსს ცოფიანმა ძაღლებმა და მაგ შეფის ჩართულობით ასჯერ მეტად ცემეს მას შემდეგ რაც გაიგეს რომ ექიმი იყო.
ცემის დინამიკა ასეთი იყო. რობოკოპებიანი ერთი მარშუტკა, გონების დაკარგვა. მეორე მარშუტკა. ისევ გონების დაკარგვა. აქვე გაითვალისწინეთ რომ ვატო ჯანზეა და გონების დაკარგვინება არაა მარტივი ამბავი.
კიდევ ერთი საგულისხმო ამბავი – მოპარეს ჯვარი (!!!), მობილური და მანქანის გასაღები.
რა შეფასება უნდა გავუკეთოთ ამ ამბავს? მხოლოდ ერთი – ცოფიანი ძაღლები სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდნენ ძალაუფლებას, თორემ უსაფრთხოდ ის ქოცებიც ვერ იგრძნობთ თავს, რომლებიც ახლა იმედიანად ხართ. ჩვენზე ლაპარაკიც აღარაა”, – ჯაბა ზარქუა.
“ჩემს წინ ბიჭი გარბოდა, საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული. მოაგლიჯა ერთმა, გადახია, შეაგინა და – შენ ამ დროშის ღირსი ხარო?
ადამიანი წაიქცა, ვეხვეწებოდით აგვაყენებინეთთქო და კაი გამოიწიეთო, გვეგონა უნდა აეყენებინათ და წიხლებით შესდგნენ.
ჩემს გვერდით გოგო დააბრმავეს, ვეღარ ვხედავ ვერაფერს, ორსული ვარ და დამეხმარეთ გამიყვანეთ აქედანო. მოვკიდე ხელი და როგორც შემეძლო ვუყვიროდი – ორსულია და ნუ გვირტყავთ, გამაყვანინეთ-თქო. მაინც გვწიხლავდნენ და გვირტყამდნენ. ბოლოს ოპერასთან მათი ორი თანამშრომელი ამოგვიდგა, თვალებში ხო ხედავო? ოდნავ მეთქი და თავისიანებს უყვიროდნენ, ორსულია ნუღარ ურტყავთ ამათო და ოპერის ჩასასვლელში გაგვიშვეს. მეორედ აქ მოსული აღარ დაგინახოთო.
სასწრაფომ მხოლოდ ფიზიოლოგიური მოგვცა, მანქანაში შეშვებაზე ან ტერიტორიიდან გაყვანაზე უარი გვითხრეს. გველაპარაკნენ მტრულად”, – გიორგი ტერაშვილი
“გია ჯვარშეიშვილი ცემეს დღეს გამთენიისას სასტიკად. დაკავების მარშრუტკაში შეათრიეს, იატაკზე დააგდეს და ჯგუფურად ურტყამდნენ წიხლებს გინების თანხლებით. როგორც მომიყვა, უკვე რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ერთმანეთში დაიწყეს ლაპარაკი, არ მოკვდეს ეს დედამოტ*ნულიო და გადმოათრიეს მანქანიდან. მერე სასწრაფოს მანქანაში მოხვდა. იქაც მივიდნენ და ექიმებს ეკითხებოდნენ, ამათ მკურნალობთ თქვენ, ამ ნაბო*რებსო? სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში. გატეხილი აქვს ნეკნები, დაბეჟილი აქვს ფილტვი, აქვს ტვინის შერყევა. მარცხენა მხარე მთლიანად, თავიდან ფეხებამდე სისხლჩაქცევებისგან გაშავებული, აქვს გემატომები სახეზე. წაართვეს ტელეფონი, საფულე, ზურგჩანთა. მოკლედ, რაც ჰქონდა, ყველაფერი წაიღეს”, – ნინო კალანდია.
“ყველაზე რთული პერიოდია მანქანაში ჯდომის, როდესაც უკვე ტკივილს ვეღარ ვგრძნობ ისე მირტყამენ ამ დროს ცდილობენ, რომ ჩემი ტელეფონის პინი გახსნან, რა თქმა უნდა, არ მივეცი კოდი, არც თითის ანაბეჭდით დავაფიქსირე. შემდეგ კიდებს იარაღს ხელს და მეუბნება თავზე დაგადებ და ახლა გაგიხვრიტავ თავს იმიტომ, რომ პინს არ მაძლევ. ენაცვლებოდნენ [ერთმანეთს] 4-5 კაცი მირტყამდა, შემდეგ ჩავიდოდა ეს 4-5 კაცი, დასვენებულები ამოდიოდნენ და ისინი აგრძელებდნენ. ერთი მეუბნებოდა, შენო ისეთ ჯანზე ხარო ვერაფერს ვერ გიშვებითო და მეორეს ეუბნება – მოდი ხელი მოვტეხოთო, დაიწყეს ჩემი ხელის მოტეხვა. მაგის მეთაურმა დაუფიქსირა, რომ ეგ არ გაეკეთებინათ და მანდ გაჩერდნენ, თორემ რამდენიმე წამი და ხელსაც მომტეხავდნენ”, – აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე.