„მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე – ნანუკა ჟორჟოლიანი

22 hours ago 3

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “მთავარ არხს” ტოვებს. ამის შესახებ მანს საკუთრ ფეისბუკზე ცოტა ხნის წინ დაწერა.
“მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი.
არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.
როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.
ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე
ანუ, ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მეხება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.
მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.
ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას.”- წეერს ჟორჟოლიანი

სრულად წაკითხვა