მთავრობა აპირებს კანონის მიღებას, რომელიც საჯარო შეკრებებზე სახის დაფარვას აკრძალავს

2 weeks ago 5

წაკითხვა: 8

მთავრობა აპირებს კანონის მიღებას, რომელიც საჯარო შეკრებებზე სახის დაფარვას აკრძალავს. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამის მიზეზი კი გახდა ბოლო პერიოდში, ნიღბიანი პირების თავდასხმა მოქალაქეებზე, ერთ-ერთი კი იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიღბიანი პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია, შესაბამისად, ამან განაპირობა აღნიშნული კანონის ინიცირება.

პრემიერის თქმით, კანონი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და თვის ბოლომდე ამოქმედდება.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა