მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას – ლატვიის პრეზიდენტი

2 weeks ago 7

3

ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელსაც ქართველი ხალხისადმი ლატვიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ედგარს რინკევიჩი პირდაპირ წერს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ევროინტეგრაციის შეჩერებას გულისხმობს, ქართველი ხალხის ნებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს.
კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ. მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ აშკარად ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას, – ნათქვამია ტექსტში. 

სრულად წაკითხვა