“მთების გადამდგმელი “კამანდა” ვართ და იმ @ლექოცებისთვისაც, მათი შვილებისთვისაც გადავდგამთ მთებს” – ლუკა ბაქანიძე

9 hours ago 3

მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს:

ფსევდოპატრიოტულ სენტიმენტებად არ ჩამითვალოთ, არც ალკოჰოლისმიერ პათეტიკურ გულის გადაფურჩქვნად – ფხიზელი ვარ ვით ასთვალა არგუსი, და გულწრფელი, ყოველთვის, ყველგან, ხოდა: აქამდე რო მიყვარდა ეს წყეული ქვეყანა, მის ყველა კენჭს, ყოველი მდინარის მორევს, ყველა ტბას და ტყეს რო ვეფერები ეს უამრავი წელია, და მთელი ცხოვრება რო სვითჰეფიჰოუმის განცდა მაქვს მარტო მაშინ როცა ქალაქები და ადამიანები შორსაა და მოკლედ – მაგრა რო მიყვარს-მეთქი ეს დედანაქაჩი საქართველო, ამ აქციებმა შემაყვარა ხალხიც. ერი, თუ რაც ქვია. ოდესმე მოყვება ვინმე, იმ აქამდე მარტო ფილმებში ნანახ გმირობაზე და თავგანწირვაზე, რაც ხდებოდა რუსთაველს მიღმა, ჭავჭავაძეზე, ბესიკზე, ზიჩზე, არსენაზე, ლაღიძეზე, უკრაინკაზე, ზუბალაშვილზე, ჟვანიაზე, from dusk till dawn რეჟიმში. აქამდე რო მონიტორებთან იჯდნენ და ახლა რუსთაველზე მარშავენ, იმათზეც ბევრია სათქმელი და მოსაყოლი და მოიყოლება კიდეც, პირობას ვდებ… ენივეი, მაგრად შეგიყვარეთ ხალხო, სუყველა. გუშინ მივხვდი: მთების გადამდგმელი კამანდა ვართ. და იმ ყლექოცებისთვისაც, მათი შვილებისთვისაც გადავდგამთ მთებს, გადავდგამთ რუსეთს და რუსულ რეჟიმს. ეჭვი აღარ მეპარება, ვიცი აწი.

სრულად წაკითხვა