"მიაყოლა გუგლიდან აღებული ფოტო, არ დააკვირდა" - რას ამბობს მურთაზ დევაძე

1 day ago 2

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსული დროშით მიულოცა.

ფაქტის ამსახველი "სქრინი" "აჭარა თაიმსმა" მოიპოვა და გაავრცელა.

საახალწლო მილოცვა აკადემიაში დასაქმებულებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეილიდან მიუვიდათ.

ფაქტი დაადასტურა საზღვაო აკადემიის რექტორმა, თუმცა მურთაზ დევაძემ აღნიშნა, რომ თანამშრომელს შეცდომა მოუვიდა, რაზეც მკაცრი რეაგირების მოხდენას არ აპირებს.

"უქმე დღეებთან დაკავშირებით გააგზავნა ეიჩარმა მეილი და თან მიაყოლა გუგლიდან აღებული ფოტო. არ დააკვირდა როგორც ჩანს, ბევრმა შეამჩნია და უთხრეს ეს რა გააკეთეო?! მეილი უკვე გამოიწვია, წაშალა. მეცოდება ახლა თვითონაც, მაგრამ რა ვქნა" – ამბობს საზღვაო აკადემიის რექტორი, მურთაზ დევაძე.

სრულად წაკითხვა