„მივესალმებით ქართველი ხალხის გულადობას“ — ბერბოკი

2 weeks ago 7

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ში გამოსვლისას საქართველოზე ისაუბრა და მოუწოდა ხელისუფლებას, დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.

„ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გულადობას. ისინი ქუჩაში გავიდნენ დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. სწორედ რომ მთავრობა გადადის ამ გზიდან, თავისი სიტყვებითა და ქმედებებით“, — განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

საქართველოში უკვე მერვე დღეა აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს ევროინტეგრაცია.

სრულად წაკითხვა