"მინდა ამ სიტყვებისთვის კვარას საჯაროდ ბოდიში მოვუხადო" - იტალიელი კომენტატორის მიმართვა ქართველს

1 week ago 7

"ნაპოლისა" და "ლაციოს" მატჩის შემდეგ "1 Station Radio"-ს კომენტატორმა, ლუკა ჩერკიონემ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

მას შემდეგ, რაც იტალიელმა გაიგო, რომ კვარამ ტრავმა მიიღო მან ქართველს საჯაროდ ბოდიში მოუხადა:

"მინდა, კვარაცხელიას ბოდიში მოვუხადო. ლაციოსთან შეხვედრაში მისი თამაში შევაფასე უარყოფითად, რადგან ის მოქმედებდა ჯიუტად და თანაგუნდელებს არაზუსტ პასებს აძლევდა"

"ახლა კი ვიგებთ, რომ ხვიჩამ მიიღო ტრავმა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მოედანზე დარჩა. მის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი, კოლომბოს კი ჯარიმაც არ დაუნიშნავს. ქართველი გარემარბის წინაშე ბოდიშს ვიხდი", - თქვა ჩერკიონემ.

სრულად წაკითხვა