“მინდა გითხრათ, რას გავაკეთებთ…” – პრეზიდენტის გამოსვლა და გამორთული მოწყობილობა

9 hours ago 4

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აქციაზე მყოფ ასიათასობით ადამიანს მიმართავს და ამბობს:

მინდა ახლა გითხრათ, რას გავაკეთებთ, პირველ რიგში, მე რას გავაკეთებ

მე ვრჩები ერთგული, ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ, ეს კონსტიტუცია რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო, მე შემიძლია მხოლოდ ვიყო მისი ერთგული, ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, ვეტერანების, რომლებიც იცავენ საქართველოს, ჯარის, რომელიც ერთგულია იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი,. 

მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ მათი, არავინ ჩათვალოს, რომ მე არა ვარ ყველას პრეზიდენტი, ვარ და ვიქნები. ]

პრეზიდენტის გამოსვლისას, მიკროფონი, მოწყობილობები გაითიშა.

ცნობისთვის, დღეს სცენა და ტექნიკა პოლიციამ გაიტაცა და იყო რამდენიმე მცდელობა, ჩაშლილიყო ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა აქციაზე.

სრულად წაკითხვა