"მინდა დაგარწმუნოთ, რომ.." - მიქაუტაძის პირველი საჯარო კომენტარი ძარცვის შემდეგ

2 weeks ago 13

გუშინ ღამით, ნიცასთან მატჩის პარალელურად საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს - ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოპარული ნივთების ჯამური ღირებულება 200 000 დოლარს აღწევს.

რაც მთავარია თავად ფეხბურთელი და მისი ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ და არაფერი დაშავებიათ.

"გამარჯობა ყველას,

გუშინდელი შემთხვევის შემდეგ მინდა დაგარწმუნოთ: კარგად ვარ და ფიზიკური ზიანი არ მიმიღია.

დიდი მადლობა თქვენი მრავალი მხარდამჭერი შეტყობინებისთვის, ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვრჩები ჩემი მიზნებისკენ კონცენტრირებული და ძალიან მალე კვლავ შეგხვდებით.

მშვიდობიან დღეს გისურვებთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს

", - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა