„მინდა, დღევანდელი გამარჯვება ჩემს ქვეყანას მივუძღვნა“ – ქართველმა მებრძოლმა სოფო ბაღიშვილმა რუსი მე­ტო­ქე დაამარცხა (ვიდეო)

2 weeks ago 7

ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა სოფო ბა­ღიშ­ვილ­მა Octagon – 67 MMA-ზე მნიშვნელოვანი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა – მან რუსი მე­ტო­ქე მა­რი­ნა შუ­ტო­ვა, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე P4P ტოპ-15 ქალ მებრძოლს შორისაა, მე­ო­რე რა­უნდში ხე­ლის მტკივნეული ილე­თით და­ა­მარ­ცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ სპორტსმენმა თქვა, რომ გამარჯვება საქართველოს და თავის „მეორე სამშობლოს“ – უკრაინას მიუძღვნა. თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო კი სინანული გამოთქვა.

„ალ­ბათ ყვე­ლამ იცის, რაც ხდე­ბა ამ წუ­თებ­ში ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, მი­ტინ­გე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბაა, მინდა, ჩემი დღე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას მი­ვუ­ძღვნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და, ასევე, უკ­რა­ი­ნას, რო­მე­ლიც ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა“.

უკრაინაში დაბადებული სოფიო ბაღიშვილის დედა და ძმა ამჟამად ხარკოვში იმყოფებიან, რუსული აგრესიის პირისპირ.

სოფო ბაღიშვილი წარმატებული ქართველი სპორტსმენია, რომელმაც სპორტული კარიერა უკრაინაში მნიშვნელოვანი წარმატებებით დაიწყო და ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში აგრძელებს. სოფო 8 წლიდან ვარჯიშობდა სამბოში და ძიუდოში. არის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი.

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა