"მისი ტრანსფერი ძალიან გამიხარდა, მას ეს ვუთხარი" - ზურიკო დავითაშვილმა კვარაზე ისაუბრა

9 hours ago 3

საქართველოს ნაკრებისა და "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველმა შემტევმა თავის ახლო მეგობარზე ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის "პსჟ"-ში ტრანსფერზე ისაუბრა:

“რა თქმა უნდა, ვისაუბრე მასთან, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. 10 წლიდან ერთად ვთამაშობთ, ერთმანეთის ყველაფერი ვიცით და ყოველთვის გვაქვს კონტაქტი, ჩემი შვილის ნათლიაა.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიგა 1-ში გადმოვიდა და ახლოს ვიქნებით ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა ზურიკომ.

სრულად წაკითხვა