WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა პატიმრობაში მყოფი პარტიის ლიდერების, მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შესახებ. მოპასუხს მხარე ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქმის შესახებ მნიშვნელოვან გარემოებებზე ფლობდა ინფორმაციას.

„მთელი კონსტიტუციური სარჩელი ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც ქალბატონმა [თეა] წულუკიანმა გამოიძახა პარლამენტში [დროებითი კომისიის სხდომაზე] - იქ ჰქონდათ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი, როცა მოწმეს უჭირდა, ქალბატონი წულუკიანი აწვდიდა აზრებს ან აძლევდა მიმართულებას. ზოგი ირიბი მოწმე იყო, საერთოდ არ იყო იმ ადგილზე, არ იყო ინფორმირებული - მაგრამ ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა საკონსტიტუციო სარჩელს...

[„ნაციონალური მოძრაობის“] ამ ხუთ წარმომადგენელს არ გააჩნია პირველადი ცოდნა ფაქტებთან დაკავშირებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით - ეს ცოდნა გააჩნია მიხეილს სააკაშვილს.

თუ სასამართლოს სურს უზრუნველჰყოს მხარეთა თანასწორობა, მინიმუმ 139 მოწმის საპირწონედ 1 ან 2 მოწმის გამოკითხვის საშუალება უნდა მისცეს მხარეს“, - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

ამ შუამდგმლობას არ დაეთანხმა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის ავტორი „ქართული ოცნება“.

„აქ წარმოჩენა იმისა, რომ სრულიად უცხო ადამინები მოვიდნენ კომისიაზე და რაღაც ილაპარაკეს, ეს არ არის სწორი. ამაში დარწმუნდებით, როგორცკი ამ დასკვნის სქოლიოში ჩაიხედავთ“, - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა, „ქართული ოცნების“ წევრმა.

პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით.

„[პლენუმი] ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს გამომდინარე იქედან, რომ შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ, სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

პლენუმმა დღევანდელ, 21 ოქტომბრის სხდომაზე ასევე არ დააკმაყოფილა რამდენიმე მოთხოვნა:

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.