“მიხვდნენ რომ შარში იყვნენ და გაა*ვეს" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

1 week ago 8

გუშინ, პარლამენტის წინ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი, " - განაცხადა თბილისის მერმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ბოლო წუთებამდე პარლამენტის წინ, ნაძვის ხის ანთებას გეგმავდა.

ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"თანმიმდევრულობით და სიმშვიდით მოვხნავთ ამათ ყამირ ტვინებს. წამოიწყეს პროვოკაცია ისე, რომ ტვინი დიდად არ გაუნძრევიათ. ბოლო მომენტში როცა იძულებულნი გახდნენ გაენძრიათ, მიხვდნენ რომ შარში იყვნენ და გაა@ვეს. მიყვარხართ ყველა, ვინც დარაჯობთ ამ ქვეყანას ორ კვირაზე მეტია."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.

სრულად წაკითხვა