“მოემზადოს სანქციებისთვის მოსამართლე. ვიბრძოლებთ ბოლომდე” – ონისე ცხადაძის ძმა

7 hours ago 3

ონისე ცხადაძის პატიმრობაში დატოვების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მყოფი იუმორისტის ძმა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

“მოლოდინი, რაც ვისაუბრე წინა დღეებში, არც ისე დიდი. მაინც იმედი გვქონდა. ოჯახის სხვა წევრებიც 2 საათის განმავლობაში, რა დროსაც მოსამართლე გასული იყო, იმედებს გამოთქვამდნენ. მოემზადოს სანქციებისთვის მოსამართლე. ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველგან”, – ამბობს ონისე ცხადაძის ძმა.

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სრულად წაკითხვა