მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენზე თავდასხმას გეგმავენ - საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი

2 weeks ago 12

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შვილი, დავით ჯანჯალია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავენ.

თეიმურაზ ჯანჯალია „ქართული ოცნების“ ახალ მთავრობაში, მაკა ბოჭორიშვილის მინისტრობისას, აღარ არის მინისტრის მოადგილე.

„ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მომივიდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე იგეგმება ფიზიკური თავდასხმა. ეს შესაძლოა მოხდეს სადარბაზოსთან, აქციაზე, თუ სხვა გარემოებაში“, - დაწერა დავით ჯანჯალიამ 3 დეკემბერს, 00:26 საათზე ფეისბუკზე.

„თუ რაიმე მოხდა, მსურს რომ წინასწარ გაგაჩნდეთ მოცემული ინფორმაცია“, - მიმართავს იგი საზოგადოებას.

მისი თქმით, მამამ, თეიმურაზ ჯანჯალიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

„ჩემი ოჯახი ყოველთვის მყარად იდგა ნამდვილ ქართულ ღირებულებებზე და ჩვენ ყველანი აღვიზარდეთ ისეთი გმირების საქციელებსა და მაგალითებზე, როგორებიც იყვნენ მარო მაყაშვილი, დავით აღმაშენებელი, იუნკერი შალვა ერისთავი თუ გურამ გაბესკირია. შესაბამისად, მე ბავშვობიდან ვიცი, რომ ღირსება სიცოცხლეზე მაღლა დგას და არც ერთი წამით არც შემშინებია და არც არასდროს არაფრის შემეშინდება, სანამ საკუთარ სინდისთან მართალი ვარ“, - წერს დავით ჯანჯალია.

„თუკი რაიმე მოხდა, სანამ იმედი და ბო*-პოსტვ ააგორებენ რაიმე მარაზმატიკულ ბოდვას ჩემი ან ჩემი ოჯახის „კრიმინალობის“ თუ „ტერორისტობის“ შესახებ, თქვენ უკვე ფლობთ ავთენტურ ინფორმაციას პირადად ჩემგან“, - წერს იგი.

30 ნოემბერს „ფორმულამ“ გაავრცელა ცნობა, რომ პოსტიდან გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია.

ამ საკითხზე რადიო თავისუფლების კითხვაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს იყო საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილება.

„ცვლილება ისედაც იგეგმებოდა. ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა, მას ასევე შესთავაზეს სისტემაში დარჩენა, თუმცა როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, ეს არ ვიცი“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ რადიო თავისუფლების შეკითხვას.

ჯანჯალია 2021 წლის 6 სექტემბერს დაინიშნა მინისტრის მოადგილედ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, „2028 წლამდე“ შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, პოსტიდან გადადგა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი.

პოსტი დატოვა ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ. მან გადაწყვეტილება 3 დეკემბერს გამოაცხადა. „მე ვრჩები საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული“, - დაწერა მან.

პოსტები ასევე დატოვეს:

სრულად წაკითხვა