მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება – EU-ის სპიკერი

2 weeks ago 15

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე განცხადებით ეხმაურება.

ანიტა ჰიპერი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადაჭარბებული ძალის გამოყენება შეწყვიტონ და შეკრების თავისუფლება გამოხატონ.

საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული”, – წერს ის X-ზე.

სრულად წაკითხვა