WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ამერიკის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდის დაწყებით სკოლაში Silver Rail.

16 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სამი ბავშვი და მასწავლებელი. დაჭრილია ერთი ბავშვი და ერთი პედაგოგი. ტრაგედია 15 ოქტომბერს მოხდა.

თავდამსხმელი ლიკვიდირებულია ადგილობრივი მცხოვრების, შემთხვევით გამვლელი მამაკაცის მიერ, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა. მან, პოლიციის ინფორმაციით, დაინახა, რომ სკოლაში სროლით შეიჭრა შეიარაღებული მოზარდი, სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა დაედევნა, თავისი იარაღიდან ესროლა და მოკლა.

ბენდის პოლიციის ცნობით, სკოლაში მოკლული ბავშვები 5, 8 და 11 წლის იყვნენ.

სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 2026 წლის დასაწყისიდან აშშ-ის სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უკვე 36 ინციდენტი მოხდა.