11
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, საერთაშორისო თაღლითური სქემა გამოავლინეს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეც ფიგურირებს.
სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ერთდროულად 21 ლოკაციაზე განახორციელეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად:
აღმოჩენილი და დახურულია 5 არალეგალური ქოლ-ცენტრი;
იდენტიფიცირებულია თაღლითური დაჯგუფების ხელმძღვანელი პირები;
საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულნი არიან ინდოეთის, ისრაელისა და ნიგერიის მოქალაქეები;
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ტექნიკა.
გამოძიების ცნობით, დაჯგუფების წევრები პოტენციურ მსხვერპლებს თავს საინვესტიციო ექსპერტებად აცნობდნენ. მათი მთავარი სამიზნე ამერიკისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ, რომლებსაც ფიქტიურ საინვესტიციო პლატფორმებზე სოლიდური თანხების გადარიცხვაში არწმუნებდნენ.
საერთაშიროსო alia.ge