“მონობა, იცოდეთ, ცუდად მთავრდება, თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!” – პრეზიდენტი “მოსამართლეს”

6 hours ago 3

5

ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! – ასე მიმართავს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ სინდისის 11 პატიმარი ციხეში ჩატოვა.

მონობა იცოდეთ ცუდად მთავრდება – ეუბნება რეჟიმის მოსამართლეს სალომე ზურაბიშვილი.

ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს  წინააღმდეგ.  მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! kafka როგორც სჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სრულად წაკითხვა