მოსამართლე ყოლბაიამ პროფესორი და 4 სტუდენტი პატიმრობაში გაუშვა

1 week ago 5

4

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი პატიმრობაში გაუშვა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა 5-ვე მათგანს ჯგუფურ ძალადობას ედავება.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

ძალიან მინდა დავიჯერო, რომ გმირი მოსამართლეები წერენ საქართველოს ისტორიას და სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ხვალინდელი დღე, რომლებიც არიან საკუთარ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულები, არიან უგანათლებუსლესები, ასევე დეკანი, პროფესორი, რომელიც უმეთვალყურეოდ წუთითაც კი არ ტოვებდა ამ ადამიანებს, წარმოუდგენელია მათი მისამართით ძალადობა მოგივიდეს თავში და რამის დაბრალება”, – ამბობს აქციის მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. დაკავებამდე მას უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის თეა ცაგურიას ქმარი დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა. მუქარის ამსახველი შეტყობინების სქრინი სტუდენტებმა გაასაჯაროვეს. ახალგაზრდების თქმით, ცაგურიას ქმარი ირაკლი დევაძე, თანამდებობის პირია. დაკავებულებს ბრალდება დღეს წარედგინათ.

სტუდენტებმა და ლექტორებმა მოსამართლის სახელზე მიმართვაც გააკეთეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

სრულად წაკითხვა