“მოსკოვი ელის, რომ სოხუმი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს – ზახაროვა

1 day ago 3

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი მოელის, რომ აფხაზეთი შეასრულებს სამოკავშირეო ვალდებულებებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე რუსული ინვესტიციებისთვის პირობებს შექმნის.

“აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობებში იგულისხმება ორმხრივი ვალდებულებების ბალანსი. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმიც გაივლის თავის ნაწილს აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით, აუცილებელია რუსული ინვესტიციებისთვის პირობების შექმნა და ა.შ.,”.

მისივე თქმით,  “აფხაზურ საზოგადოებაში არის ფართო მოთხოვნა მოსკოვთან ალიანსის გაძლიერებაზე”.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთში დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, აირჩევა ლიდერი, რომელიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქვეყანასთან აფხაზეთის პროგრესული განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით.“

მან ასევე დაამატა, რომ “ჰუმანიტარული დახმარების” სახით, რუსეთმა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას ოფიციალური მიმართვის საპასუხოდ, გადაწყვიტა აფხაზეთში ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის მიწოდების შესახებ. ზახაროვას თქმით, მიწოდება გაგრძელდება 23 დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ბოლომდე.

სრულად წაკითხვა