მოსკოვში, საკუთარ სახლთან ააფეთქეს გენერალი, რომელმაც უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა – იგორ კირილოვი ლიკვიდირებულია

5 days ago 6

დღეს დილით, მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც.

თვითმხილველების თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა გენერალი სახლიდან გამოდიოდა. აფეთქება, სავარაუდოდ, დისტანციური მართვით განხორციელდა.

კირილოვისა და მისი თანაშემწის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა.

„გამოძიების თანახმად, 17 დეკემბერს, დილით მოსკოვში, რიაზანსკის პროსპექტზე, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მდგარ სკუტერში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად, ქ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალები იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა