„მოქალაქეთა ნაწილი კარს არ გვიღებდა“ — საყოველთაო აღწერა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება

2 days ago 3

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოები 19 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

საქსტატის განცხადებით, აღწერის მიმდინარეობისას თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ აღმწერს, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი.

„მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრისთვის მეტად კომფორტული აღმოჩნდა თვითრეგისტრაციის მეთოდი. აღნიშნულის გათვალისწინებით და მოქალაქეთა თხოვნით, საერთაშორისო
რეკომენდაციების საფუძველზე საქსტატმა გადაწყვიტა, რომ 20 დეკემბრიდან, კვლავ გახსნას აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რათა მოქალაქეებმა დამოუკიდებლად შეავსონ ელექტრონული კითხვარი. ამ შემთხვევაში საქსტატის ინტერვიუერის სახლში მიღება აღარ იქნება საჭირო. ამისთვის საჭიროა ნებისმიერი მოქალაქე შევიდეს საქსტატის ვებსაიტზე https://census2024.geostat.ge/ka გაიაროს მარტივი რეგისტრაცია,
შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი, რომლის გადაგზავნის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს კოდს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად“, — აცხადებს საქსტატი.

აღწერას საქსტატის 12 ათასზე მეტი მუდმივი თუ დროებითი თანამშრომელი ატარებს. აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი.

დღეიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო

სრულად წაკითხვა