WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„მოძრაობამ სოციალური დემოკრატიისთვის“ 15 ნოემბერს თბილისში პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გამართა.

მოძრაობა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918–1921 წწ.) სოციალ-დემოკრატიულ მემკვიდრეობას ეყრდნობა და სოლიდარობასა და სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებულ პლატფორმას ავითარებს, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას საქართველოსთვის რთულ პერიოდში ცდილობს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, ხოლო პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის გარემო სულ უფრო შემზღუდველი ხდება.

თბილისის სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, დამფუძნებელმა წევრებმა პარტიის წესდება წარადგინეს, პარტიის 16-წევრიანი საორგანიზაციო კომიტეტი აირჩიეს, ხუთწევრიანი სარევიზიო კომისია დაამტკიცეს და ორი წევრი აირჩიეს, რომლებიც პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. მოძრაობის ინფორმაციით, დამფუძნებელი ყრილობის დროს პარტიის წევრობის სურვილი 337-მა ადამიანმა გამოთქვა.

„დღევანდელი გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური პარტია, უნდა იქცეს პასუხად ქვეყანაში გავრცელებულ სასოწარკვეთასა და ნიჰილიზმზე, უნდა იქცეს შესაძლებლობად პოლიტიკიდან განდევნილი, ხმაწართმეული, გაღარიბებული და დაჩაგრული ადამიანებისთვის, უნდა გახდეს მოქალაქეობისთვის აზრის დაბრუნებისა და თავად მოქალაქეების პოლიტიკაში დაბრუნების საწინდარი“, — განაცხადა ყრილობაზე სოფო ვერძეულმა, რომელიც პარტიის წარმომადგენლად აირჩიეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიას მომავალი ვერ ექნება სოციალური სამართლიანობის გარეშე და, პირიქით, სამართლიანობა ვერ იარსებებს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის გარეშე“, – განაცხადა ვერძეულმა.

This post is also available in: English