"მრჩება იმედი, რომ ზამთარში..." - რა თქვა გიორგი მიქაუტაძემ მომავალთან დაკავშირებით

10 hours ago 4

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში "ლიონმა" მეოთხელიგელი "ფინის-ოლნოუს" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გოლები საიდ ბენრაჰმამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ორი უკანასკნელი კარგ თანაგუნდელებთან ერთად კარგი მეგობრებიც არიან.

მათი ქიმია მოედანზე ჟორჟის გოლის დროს გამოჩნდა, როცა საგოლე პასი სწორედ ალჟირელმა ჩაიწერა აქტივში.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"მე და ბენრაჰმა ერთმანეთს კარგად ვუგებთ. შესანიშნავი გამჭოლი პასი გამიკეთა და მეც გავიტანე.

გოლების გატანა ყოველთვის კარგია. ახლა მრჩება იმედი, რომ ზამთრის ხანმოკლე შესვენება ამ კარგ იმპულსს არ შეაჩერებს", - თქვა მიქაუტაძემ.

სრულად წაკითხვა