მსახიობ გიორგი მახარაძეს თავს დაესხნენ და იძალადეს

2 weeks ago 6

თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს, როგორც მან მოუყვა ტელეკომპანია "მთავარს" რამდენიმე ადამიანი დაეხვა თავს ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, პოლიციას, კი რომელიც მისი მონაყოლით შემთხვევას შეესწრო რეაგირება არ მოუხდენია.

"უყურებდი, ბიჭო ოცდაათი კაცი როგორ მცემდა მარტოს "დუბინკებით", ძირს დაგდებულს და რომ მოვდივარ შენთან, მეუბნები "კი გადავეციო" რა გადაეცი? თავს აკვლევინებდი და მერე გადაეცი?

რეაგირების შესახებ პოლიციას სთხოვდნენ მსახიობის სხვა კოლეგებით მათ შორის გიორგი ბახუტაშვილი, ისინი პოლიციის თანამშრომლისგან დაცვას ითხოვდნენ.

"კი ბატონი, აუცილებლად გავაკეთებთ ამას",- უპასუხა პოლიციის თანამშრომელმა მათ და გაერიდა.

დღეს 7 დეკემბერს ბესიკის ქუჩაზე, სადაც გიორგი მახარაძეს სცემეს, თავს დაესხნენ ტვ "პირველის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს, მას რამდენიმე ადამიანი ძირს დაგდებულს წიხლებს ურტყამდა თავშიც.

ამავე ქუჩაზე მდებარე კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისში სცემეს პოლიტიკოსს კობა ხაბაზსა და სულ მცირე კიდევ ორ ადამიანს.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ადგილზე მყოფ საპატრულო ეკიპაჟებს მომხდარ ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონიათ. თავდამსხმელებს ისინი "ტიტუშკებად" მოიხსნიებენ.

სრულად წაკითხვა