მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

5 days ago 5

წაკითხვა: 28

2024 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღკვეთა 6 686 375 თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო  ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლენილი იქნა  8 346 169 მილიონი ასეთი შეტევა.

„კასპერსკის ლაბორატორიის“  ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ თავდასხმების რაოდენობა მეორე კვარტალთან შედარებით 13%-ით შემცირდა (7 697 975). ამასთან, ეს მაჩვენებელი 2023 წლის დასაწყისში  იყო დაშვებულზე მაღალი (4 948 522). ამ მობილური მავნე პროგრამების აქტივობის პიკი  დაფიქსირდა 2023 წლის მეოთხე კვარტალში, როდესაც მოიგერიეს 10 705 625 თავდასხმა. თავდასხმების რაოდენობის შემცირება განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო აპლიკაციების აქტივობა კლებულობს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება AdWare.AndroidOS.HiddenAd ოჯახის ფარულ პროგრამულ უზრუნველყოფას.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში, საინსტალაციო პაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ სარეკლამო  (36,28%) და პოტენციურად საშიში აპლიკაციებია, ისეთი როგორიცაა RiskTool (23,90%). ამასთან, მეორე კვარტალთან შედარებით RiskTool-ის წილი საგრძნობლად შემცირდა, სარეკლამო აპლიკაციების წილი კი, პირიქით, ოდნავ გაიზარდა. ამავე პერიოდში გამოვლინდა 222 444 მავნე საინსტალაციო პაკეტი (367 418 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით), აქედან 17 822 პაკეტი იყო მობილური ბანკინგის ტროიანელი, ხოლო 1 576 პაკეტი იყო მობილური გამოსასყიდი ტროიანელი. ხოლო 2023 წლის ივლის-სექტემბერში, მობილური მოწყობილობებისთვის ყველაზე გავრცელებული საფრთხე იყო სარეკლამო აპლიკაციები, რომელიც შეადგენდა ყველა აღმოჩენილი საფრთხის 52%-ს. აღმოჩენილი იქნა  438 962 მავნე ინსტალაციის პაკეტი, საიდანაც 21 674 პაკეტი იყო მობილური ბანკინგის ტროიანელი, ხოლო 1 855 პაკეტი იყო მობილური გამოსასყიდი ტროიანელები.

ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალში მობილური ბანკინგის ტროიანელი  აღმოჩენილი საინსტალაციო პაკეტების რაოდენობა 17 822-მდე გაიზარდა (აპრილ-ივნისში იყო 13 019, გასული წლის მესამე კვარტალში – 21 674).

Android მოწყობილობებისთვის საფრთხის ლანდშაფტის შესახებ 2024 წლის მესამე კვარტალში შეგიძლიათ  წაიკითხოთ  მეტი Securelist.com-ზე.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ შესახებ 

„კასპერსკის ლაბორატორიაა“  არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც მუშაობს ინფორმაციის უსაფრთხოებისა და ციფრული კონფიდენციალურობის სფეროში 1997 წლიდან დღემდე.  კომპანიამ დაიცვა 1 მილიარდზე მეტი მოწყობილობა მასიური კიბერ საფრთხეებისა და მიზანმიმართული თავდასხმებისგან.  მისი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მუდმივად გარდაიქმნება ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და სერვისებში, რათა დაიცვას ბიზნესი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამთავრობო უწყებები და რიგითი მომხმარებლები მთელს მსოფლიოში. „კასპერსკის ლაბორატორიის“  ვრცელი პორტფოლიო მოიცავს მოწინავე ტექნოლოგიებს ბოლო წერტილების დასაცავად, სპეციალიზებული პროდუქტებისა და სერვისების სპექტრს, ასევე კიბერ-იმუნურ გადაწყვეტილებებს კომპლექსურ და მუდმივად განვითარებად კიბერ საფრთხეებთან საბრძოლველად. ჩვენ ვეხმარებით 200 000 კორპორატიულ კლიენტს მთელს მსოფლიოში დაიცვან ის, რაც მათთვის ყველაზე ღირებულია. დამატებითი დეტალები იხილეთ www.kaspersky.com -ზე.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა