მშვიდობიანი აქტივიზმის უფლება არ უნდა დაირღვეს ძალადობრივი მეთოდებით – პროკრედიტი

2 weeks ago 15

პროკრედიტ ბანკი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვხატოთ პროკრედიტ ბანკის პოზიცია. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მისი დამოუკიდებლობის დღიდან და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამავე დროს, მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.

პროკრედიტ ბანკი გერმანიაში დაარსებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში უკვე 25 წელია ოპერირებს და თავიდანვე აქტიურად არის ჩართული ქართული ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაში.

ჩვენი ევროპული ღირებულებები მუდმივ თანხვედრაშია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან“, – ნათქვამია პროკრედიტ ბანკის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა