მეცნიერთა წინასწარი შეფასებით, გეომაგნიტური აქტივობის თვალსაზრისით ზამთრის პირველი თვე საკმაოდ მშვიდი იქნება. თუმცა რამდენიმე არახელსაყრელი დღე მაინც არის მოსალოდნელი.
მაგნიტური ქარიშხლის კალენდარი 2024 წლის დეკემბერში
1-ელ დეკემბერს, დიდი ალბათობით, ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელიც მეორე დღეს შესუსტდება და 3 დეკემბერს ჩაცხრება;
6-7 დეკემბერს მეცნიერები საშუალო სიძლიერის გეოშტორმს წინასწარმეტყველებენ;
ძლიერი ქარიშხალია მოსალოდნელია 15-17 დეკემბერს, რომელიც პიკს 16 დეკემბერს მიაღწევს;
თვის ბოლოს, 29-31 დეკემბერს სავარაუდოა სუსტი მაგნიტური ქარიშხალი.
როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხლები ადამიანის ჯანმრთელობაზე
ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენას სწავლობს ცალკე სამეცნიერო მიმართულება – ჰელიობიოლოგია, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა კავშირში ადამიანის დაავადებების განვითარებასთან მზის აქტივობის ცვლილებები და გეომაგნიტური ქარიშხლები.
გეომაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება ყველაზე ხშირად ვლინდება ამინდზე დამოკიდებულ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებში.
მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
- გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
- თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
- შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.