"მძულს, როცა ამას აკეთებენ" - რა თქვა ანტონიო კონტემ ხვიჩაზე

2 weeks ago 7

"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობაზეც ისაუბრა:

"მძულს უხეში თამაში. მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, არასოდეს მიმიცია თავისთვის უფლება, მეტოქისთვის ტკივილი მიმეყენებინა, ეს კაცური საქციელი არ არის. 

"ჩემი ფეხბურთელისთვის მოწინააღმდეგის შესაშინებლად თამაშის დასაწყისში განზრახ ფეხში ჩარტყმა არასდროს არ დამივალებია. ადრე ამ მხრივ სიტუაცია უფრო მარტივი იყო. მსაჯებს ყვითელი ბარათის მიცემის არ უნდა შეეშინდეთ. 

"ეს შეიძლება დებიუტში ან 95-ე წუთზე მოხდეს, რაც მიზანმიმართულია, როდესაც ფეხბურთელის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებთ", - თქვა კონტემ.

სრულად წაკითხვა