მწერალთა სახლში ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი დახვდა მწერლებს - ნოდარ მაჭარაშვილმა ტორესა მოსს აგინა და ჩაარტყა

2 weeks ago 14

მწერალთა სახლში ლიტერატორებს დირექტორ ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი დახვდათ. დუმბაძისგან საპროტესტო აქციაზე დაკავებული მწერლების მხარდაჭერას ითხოვენ; ნოდარ მაჭარაშვილმა ნესტან ნენე კვინიკაძეს უთხრა, რომ ისინი მის "ოჯახში იჭერებიან."

"პატიმრის დაცვას მასწავლით, მთელი ცხოვრება ციხეში გავატარე" - ეუბნება ნოდარ მაჭაშვილი ნესტან ნენე კვინიკაძეს და არწმუნებს, რომ დედამისს, ქეთი დუმბაძეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია აქციაზე დაკავებული და ნაცემი მწერლების მხარდასაჭერად.

"მაშინ თანამდებობა დატოვოს, რას ემსახურება" - პასუხობს მას ნენე კვინიკაძე.

"თანამდებობა რაზე უნდა დატოვოს, რაზე უნდა დატოვოს, რაც შეუძლია იმას დაეხმარება და განცხადებებს ვერ გააკეთებს. შენ არ ითვალისწინებ ვაფშე არაფერს. შენ საერთოდ არ მინახიხარ დედის ტ###ში რომ ვიყავი, ისეთი წამებები მაქვს გამოვლილი. თუ ჩემი ძმა ხარ, გამოვა ეგ ზვიადა რატიანი, 8 დღე მიუსაჯეს სულ" - იძახის ნოდარ მაჭარაშვილი და შემდეგ ხსნის რომ მწერალთა სახლში მისული ლიტერატორების მხრიდან მოთხოვნებს მისი ოჯახის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციად აღიქვამს.

"ჩემ ოჯახთან მოდიხარ და პროვოკაციებს მიწყობ. დედაჩემთან მოდიხარ და პროვოკაციებს მიწყობ" - ამბობს ის. ამ დროს საუბარში ერთვება მწერალთა სახლის თანამშრომელი ლელა შუბითიძე, რომელიც ცდილობს იმის ახსნას რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა მწერალთა სახლის მიმართ.

შელაპარაკების შემდეგ ქეთი დუმბაძის შვილმა მწერალ ტორესა მოსს აგინა და ჩაარტყა;

"შენი #ოზი დედა მო###ან!" - იძახის ნოდარ მაჭარაშვილი, როცა ის ოთახიდან გაყავთ.

მაჭარაშვილთან ერთად მწერალთა სახლში ინცინდენტის დროს იმყოფებოდა ყველაზე ცოტა, 4 ისეთი ადამიანი, ვინც იქ არ არის დასაქმებული. ლიტერატორების ვარაუდით ესენი იყვნენ მაჭარაშვილის თანმხლები "ტიტუშკები."

ნოდარ მაჭარაშვილი მკვლელობის ბრალდებით 5 წელი ციხეში. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსით ცხოვრობდა რუსეთში, ქეთი დუმბაძე 2018 წელს პასუხობდა რომ მისი შვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული არ არის. ნოდარ მაჭარაშვილმა ბოლო წლებში არაერთი რომანი და კრებული გამოსცა.

საპროტესტო აქციებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულიები არიან პოეტები ზვიად რატიანი და თორნიკე ჭელიძე. კლინიკაში მოხვდა სასტიკად ნაცემი მთარგმნელი დათა ხარაიშვილი.

სრულად წაკითხვა