ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკური ძალების შორის დიალოგს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე. მხარს ვუჭერ შეთავაზებას პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარები მიუღებელია“, — წერს იგი.
პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა დაინიშნოს.