იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-14 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ტორინოს ეწვევა და მორიგი 3 ქულის აღებას შეეცდება.
უკანასკნელი მატჩი კვარას ნაპოლიმ რომასთან გამართა, რომელიც გუნდმა გამარჯვებით კი დაასრულა, თუმცა ქართველი ლეგიონერი ადგილობრივმა მედიაში გააკრიტიკეს და ხვიჩას გამოცოცხლებისკენ მოუწოდეს.
როგორც ახლა იწერება, ხვიჩა ხვალ სათამაშოდ ერთი მიზნით გავა, - ქართველი შეეცდება, რომ ტორინოს კარი მორიგ ჯერზე აიღოს და ყველა კრიტიკას წერტილი დაუსვას.
ცნობისთვის, ტორინო ნაპოლის ჩვენი დროით 18:00 საათზე უმასპინძლებს.