ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნათია კუპრაშვილი ნათია კუპრაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს ორ ახალგაზრდასთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით:
“ორ ახალგაზრდას, რომლებიც არ იცნობდნენ ერთმანეთს, სისტემამ აღიარებინა, რომ ჯგუფურად, შეთანხმებით დააზიანეს რკინის ღობე. ამ აღიარებას მიაღწიეს ღობის დაზიანებიდან მათი 10 თვიანი პატიმრობის შემდეგ.
აღაირების შედეგად მიღწეული ,,საპროცესო შეთანხმება” მათ მაინც არ ათავისუფლებთ ციხიდან.
ეს ,,ნულოვანი ტოლერანტობაც” აღარაა, ესაა – ,,მაქსიმალური დესპოტიზმი”!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია კუპრაშვილი.
ინფორმაციისთვის: საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება, კერძოდ პარლამენტის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის ჯებირის დაზიანების გამო, რომლის საფასური 400ლ ბრალდებულების მხრიდან გადახდილია.