კითხვის დრო: 2 წთ.
თეატრისა და კინოს მსახიობი ნანა ბუთხუზი აფრთხილებს ყველას და კატეგორიულად მოითხოვს დასრულდეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 20-თვიანი სიკვდილი:
“კარგია არა, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის “ახალი თეატრის” გარეშე პროფესიული ცხოვრება?! ვის კისერზეცაა ამ თეატრის 20 თვიანი სიკვდილის პასუხისმგებლობა, აგონ უმკაცრესი პასუხი და არ არის საჭირო ყალბი ცრემლთა ღვრა, ფარისევლური შეცოდება, უმწეო თავის მართლება და პათეტიკური, არაფრისმთქმელი სიტყვების უაზრო კორიანტელი თეატრის ასეთ სიკვდილზე, რომელიც სამუდამო და გამოუსწორებელი დაღია ამ ქვეყნის ისტორიაში! ვაფრთხილებ ყველას, ამ თეატრის დასს ვინც უსინდისო სიბინძურით შეეხება, დიონისეს რისხვის ეშინოდეს!!! ადამიანებზე ზრუნვით (სამართლიანობის სახელით), ადამიანების ბედით თამაში და მათზე მანიპულირება დანაშაულია!!!
მოვითხოვ თეატრის გაცოცხლებას!!! დროა!!!
ყველამ აგოს სათანადო პასუხი მომხდარზე!!! დანარჩენს, გავა დრო და ისტორია შეაფასებს და აუცილებლად თავისით იტყვის!!! აუცილებლად!!!
2 კვირაში 2026 წლის დეკემბერია!!!
თავისუფლება და გამარჯვება ჩემს სამშობლოს!!!
თავისუფლება ანდროს და ბიჭებს!!!თავისუფლება ყველას, ვისაც უსამართლოდ და უკანონოდ მოექცნენ!!!”
გართობა artinfo.ge