"ნაპოლიმ" კვარას 3 შემცვლელი უკვე შეარჩია - ქართველი იტალიას ტოვებს

13 hours ago 4

როგორც მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი შანსია, ხვიჩა კვარაცხელიამ იანვარში "ნაპოლის" რიგები დატოვოს.

რაც შეეხება მის მსურველს, გავრცელებული ცნობებით, კვარას გადაბირებით "პარის სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.

იწერება, რომ პარიზულ გრანდს ქართველი ვინგერისთვის სატრანსფერო თანხაც უკვე გამზადებული აქვს. 

ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე ნეაპოლელები ხვიჩას შემცვლელის მოყვანაზეც იფიქრებენ. 

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "პარტენოპემ" კვარას შემცვლელის რამდენიმე ვარიანტი შეარჩია.

როგორც ირკვევა, "ნაპოლი" ედონ ჟეგროვას, დეიან კულისევსკისა და ფედერიკო კიზეზას კანდიდატურას განიხილავს.

ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, ვის შეიძენენ ნეაპოლელები, იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩამ კლუბი დატოვა.

სრულად წაკითხვა