"ნაპოლიმ" სტუმრად "უდინეზე" დაამარცხა - კვარაცხელიას მატჩში არ უთამაშია

1 week ago 6

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "უდინეზეს" შეხვდა და 3:1 სძლია.

ნეაპოლელებმა პირველი ტაიმი 0:1 დათმეს, მეორე ტაიმში კი მათ მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლის გატანა და შეხვედრის "დაქამბექება" შეძლეს.

50-ე წუთზე ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გაათანაბრა, 76-ე წუთზე დავიდ ნერეშმა შესანიშნავი რეიდის შემდეგ სტუმრები დააწინაურა, ხოლო ზამბო ანგისამ 81-ე წუთზე დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.

ამ გამარჯვებით "ნაპოლიმ" 35 ქულა დააგროვა, სერია A-ში მეორე ადგილზე გადავიდა და სატურნირო ცხრილის სათავესი მყოფ "ატალანტასთან" ჩამორჩენა ორი ქულით შეამცირა.

სრულად წაკითხვა