“ნატოს შვილთან შეხვედრის კადრები რომ ვნახე, მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა… შვილი არ გაუჩნდათ და გაჩნდა სანდრო…” – ისტორია დედა-შვილზე, რომლის კადრები უამრავმა ადამიანმა ნახა

2 days ago 3

5

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი 18 წლის სან­დრო ქინ­ქლა­ძე, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლომ 12-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, გუ­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა კად­რე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში, რო­დე­საც სან­დრო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტარს მე­დი­ას აძ­ლევ­და და მას­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლად დედა მი­ვი­და. დედა-შვი­ლის ემო­ცი­ურ შეხ­ვედ­რას უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

სან­დრო ქინ­ქლა­ძის დე­დამ ნატო სა­ლა­ყა­ი­ამ შვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სოცქსელ­ში და­წე­რა:
“მე სან­დრო ქინ­ქლა­ძის დედა ვარ. ყვე­ლას კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე, რო­გორ გყვა­რე­ბი­ათ ჩემი ანარ­ქის­ტი ანა­ნია. მას სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს. ეს უსა­მარ­თლო­ბაა. უსა­მარ­თლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი მრა­ვა­ლი გმი­რი ახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლოს.

თქვენც შეხ­ვალთ ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი თა­ო­ბა. ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა სან­დროს ქო­მა­გო­ბის­თვის. ჩემი გამ­ხდა­რი ბიჭი რომ მი­ცე­მოს ვინ­მემ, რა ვქნა? ყვე­ლას დაგ­ლო­ცავთ სან­დროს თა­მა­დო­ბით! გე­ცხოვ­როთ გაბრ­წყი­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში!”.

ბოლო დღე­ებ­ში სან­დრო ქინ­ქლა­ძი­სა და მისი მშობ­ლე­ბის ის­ტო­რია ბევ­რმა მო­ის­მი­ნა. ამ­ჯე­რად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს წერს ჟურ­ნა­ლის­ტი დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია, რომ­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია სწო­რედ გუ­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი 18 წლის ბიჭი.

“დე­ი­და­ჩემ­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ. მის გარ­და კი­დევ ორი დე­ი­და მყავ­და, ორი­ვე ტრა­გი­კუ­ლი ბე­დით, ერთი ბაგ­რა­მი­ა­ნის ბა­ტა­ლი­ო­ნის ქა­ლებ­მა მოგ­ვიკ­ლეს ომის დროს, მე­ო­რეს შვი­ლი მო­უკ­ლეს და სულ ახ­ლა­ხან კი­ბო­თი გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა – დებ­მა ენ­გუ­რის ხიდ­ზე გა­და­ა­ცი­ლეს, რად­გან შვილ­თან უნ­დო­და და­საფ­ლა­ვე­ბა. ასე გა­მო­ი­ტი­რეს ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი, რად­გან იცოდ­ნენ, უკვე ვე­რა­სო­დეს ნა­ხავ­დნენ.ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი და – ნატო, რომ ამ­ბო­ბენ, დე­ი­დას დე­დის სუნი ას­დი­სო, ეგ იყო ნატო ჩემ­თვის. არა­სო­დეს და­მი­ძა­ხე­ბია დე­ი­და, ნატო იყო სულ, მისი გაზ­რდი­ლი ვარ. რაც კი ბავ­შვო­ბის ფოტო მაქვს, მისი ზე­ნი­ტი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. დე­და­ჩე­მი თუ სწავ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად მო­ხუ­ლიგ­ნო იყო, ნატო ზედ­მი­წევ­ნით ბე­ჯი­თი, ხუ­თო­სა­ნი, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი და ზედ­მე­ტად პა­ტი­ო­სა­ნი. წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა ფი­ლო­ლო­გი­უ­რი, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო გა­ლის რა­ი­ონ­ში.

ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხი რომ ჰქონ­და, გა­სა­თხო­ვა­რი ნატო დე­და­ჩე­მის ძირი სახ­ლის მთა­ვა­რი პა­ტა­რა დი­ა­სახ­ლი­სი გახ­და. დის ქორ­წი­ლი, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი ჯერ ჩემი დიდი ბე­ბია, მერე ბე­ბი­ა­ჩე­მი – ყვე­ლა­ფერ­მა მის კი­სერ­ზე გა­და­ი­ა­რა. მერე იყო ომი, დევ­ნი­ლო­ბა, უბე­დუ­რე­ბა… გვი­ან გა­თხოვ­და პავ­ლე­ზე. ქორ­წი­ლის დღეს, ჩვენს გუ­რულ პავ­ლეს, რო­მელ­საც მის რა­ი­ონ­ში პა­ჭუ­კის ეძახ­დნენ, გან­ვუ­ცხა­დე – დღე­ი­დან შენ პაკო ხარ-მეთ­ქი. მას მერე სა­ლა­ყა­ი­ებ­ში პა­კოდ დამ­კვიდ­რდა. პაკო დე­ი­დის ქმა­რი, სიძე ან ბიძა არ ყო­ფი­ლა ჩვენ­თვის, პა­კო­ზე ახ­ლო­ბე­ლი არა­ვინ გვყო­ლია. ჩემი შვი­ლის­თვის მა­მა­ზე ბევ­რად მეტი იყო. თუ ვინ­მე ნამ­დვი­ლი მორ­წმუ­ნე და ღვთის­მო­სა­ვი მი­ნა­ხავს, ეს იყო პაკო.

შვი­ლი არ გა­უჩ­ნდათ და გაჩ­ნდა სან­დრო. ლუკ­მას იკ­ლებ­დნენ და სან­დროს ზრდიდ­ნენ. ჩვე­ნი პა­კოც ტრა­გი­კუ­ლად დაგ­ვე­ღუ­პა და ალ­ბათ მე რომ მოვ­კვდე, ჩემს შვილს ასე­თი რე­აქ­ცია არ ექ­ნე­ბა, რაც მა­შინ გა­და­ი­ტა­ნა. სან­დრო სა­ერ­თოდ ძლივს მო­ვაბ­რუ­ნეთ. და­საფ­ლა­ვე­ბის მერე დე­ი­და­ჩემს გა­ნუ­ცხა­და – ვიცი, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი გყა­ვართ და ღმერ­თს მად­ლო­ბა, თქვენ რომ ჩემი მშობ­ლე­ბი ხარ­თო.

სან­დროს რომ უთხრა, აცა­ნა­ში (გუ­რი­ა­შია მა­მა­მი­სის სო­ფე­ლი) ასან­თის კო­ლო­ფი დამ­რჩა, მიდი მო­მი­ტა­ნეო, მე­ო­რე დღეს­ვე გა­გი­ჩენს. მო­მაკ­ვდა­ვი დე­ი­და­ჩე­მი სახ­ლში რომ მყავ­და, სან­დრო იყო მარ­ჯვე­ნა ხელი – აბა ეს წა­მა­ლი, იმ ექიმ­თან წაყ­ვა­ნა… გვაქვს ჩვენ მი­ლი­ო­ნი უთან­ხმო­ე­ბა, მაგ­რამ მის ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს ვერ გა­დავ­ხა­ზავ. დე­ი­და­ჩე­მის ყო­ვე­ლი ორას­ზე ავარ­დნი­ლი წნე­ვა და ნერ­ვი­უ­ლო­ბაც მსპობს ამას­თან. ხუთი და-ძმი­დან ეგ და დე­და­ჩე­მი დარ­ჩნენ, და­ნარ­ჩე­ნი სამი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, უდ­რო­ოდ და უსა­მარ­თლოდ და­ი­ღუ­პა, აღარ მინ­და მეტი. ამა­ღამ ნა­ტოს თა­ვის შვილ­თან შეხ­ვედ­რის კად­რე­ბი რომ ვნა­ხე, მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბა თვალ­წინ და­მიდ­გა. ბევ­რი რამ და­ი­წე­რა სან­დრო­ზეც და დე­ი­და­ჩე­მიც ლა­მის ყველ­გან გა­მოჩ­ნდა. ამ კუ­თხით მათ­ზე ვერ­სად წა­ი­კი­თხავთ ან მო­ის­მენთ” – წერს დუ­და­ნა.

წყარო

სრულად წაკითხვა