,, ნაქოცრობა უფრო საშიში მოვლენაა ვიდრე დასამარცხებლად განწირული დღევანდელი ქოცობა” – გიორგი გუგავა

7 hours ago 3

4

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა:

,,ნაქოცარის უტიფრობა
წლების განმავლობაში ივანიშვილის მინისტრები, დეპუტატები, მრჩევლები, ბიზნესმენები და პირის ფარეშები იყვნენ, მისი გობიდან თქვლეფდნენ სალაფავს, სანაცვლოდ აძლიერებდნენ ოლიგარქიულ რეჟიმს, საარაკო ხოტბას ასხამდნენ მამა-მარჩენალს, რაც მთავაია შეგნებულად ღალატობდნენ სამშობლოს, სანამ კინწისკვრით არ გამოყარა შუშის სასახლიდან ბატონმა.
და დღეს, ნაქოცრთა კლუბად ქცეულ ტელევიზიებიდან ისევ მოძღვრავენ ერს.
ერთხელ მაინც გამოეხატათ სინანული, მოენანიებიათ, ბოდიში მოეხადათ ხალხისთვის, თავზე ნაცარი დაეყარათ იმ ღალატისთვის რაც ჩაიდინეს. სავლე მას შემდეგ იქცა პავლედ რაც მოინანია და ეწამა ჭეშმარიტი მრწამსისათვის, ამათ კიდევ კვლავ მობალახება სურთ ამ ქვეყნისა.
ნაქოცრობა უფრო საშიში მოვლენაა ვიდრე დასამარცხებლად განწირული დღევანდელი ქოცობა.“

სრულად წაკითხვა