ნინო სუხიშვილი მთლიანად საპროტესტო ტალღაზე გადაერთო - „სწორედ მთავრობაა დამნაშავე ამაში... არ მინდა ჩემი ქვეყანა დაბნელდეს“

1 day ago 5

ანსამბლ “სუხიშვილების“ გენერალური დირექტორი, ნინო სუხიშვილი ამბობს, რომ “იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, შიში არ აქვთ, ვერავინ შეაშინებს, რისკიანი თაობაა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და იბრძვის მომავლისთვის და ქვეყნისთვის.“

როგორც სუხიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ეს თაობა არ გაჩერდება, არ დაემონება, მათ არ უნდათ საქართველო რუსეთის გუბერნიად გადააქციონ. “
მათ უნდა მოუსმინონ. რატოა დღეს საზოგადოება გახლეჩილი, სწორედ მთავრობაა დამნაშავე ამაში. ეს ახალგაზრდები მთელი ღამეები დგანან ქუჩაში, 100 ათასობით ადამიანი, რომელიც არ დანებდება და გაგრძლედება, და უსასრულოდაც რომ გაგრძელდეს, მჯერა, რომ თავის სათქმელს იტყვიან და მიზანს მიაღწევენ.
არ შეიძლება ასე უმოწყალოდ მოექცე შენს თანამემამულეს. რაც საქართველოში ხდება დიდი გულისტკივილია. არ მინდ ჩემი ქვეყანა დაბნლედეს, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი გახდეს ჩემი ხალხი.
და მითუმეტეს ახალგაზრდებს ვერ მოატყუებს, რომლებიც თავიანთ სათქმელს იტყვიან და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. უნდა გაიგონ მათი სათქმელი, მოუსმინონ და დამთავრდეს. არ შეიძლება სამოქალაქო ომამდე მივიდეთ. მე თავს ვთვლი პატრიოტად, მთელი ცხოვრება ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და მინდა ჩემს ქვეყანას ევროპისკენ ჰქონდეს გეზი და არა შავბნელი რუსეთისკენ“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

წყარო: ​resonancedaily.com​​​

სრულად წაკითხვა