პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იწვევს.
„ალბათ გახსოვთ, სააკაშვილს რამდენი ხანი დაატარებდნენ მისი პატრონები აქეთ-იქეთ, უკრაინაში კონკრეტული თანამდებობებიც უბოძესეხლა ეს როლი, სალომე ზურაბიშვილმა გადაილოცა.. ხან ჯო ვილსონის მიწვევით წავა წვეულებაზე, ხან სხვისი.. ასეთი გაუსაძლისია ქვეყნის გამყიდველის ბედი, არ ეღირსება თავის სამშობლოში ცხონება!” – წერს ნინო წილოსანი.