“ნიღბიანმა უფროსს მოახსენა, ორგანიზატორი ვიღაც ბანკირი ყოფილა ილია ჭავჭავაძე და ეხლა მისამართსაც გამოვართმევო” – რას წერს იოსებ ბაჩიაშვილი

1 week ago 6

სამართლის დოქტორი, მეცნიერი, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იოსებ ბაჩიაშვილი:

ვაიმეეეე….

ჩემს მეზობელს ორი ვაჟიშვილი ყავს 19 და 22 წლის. ორივე სტუდენტია. გარეგნობით ჰოლივუდის ვარსკვლავებს ტოლს არ დაუდებენ, ამასთან უმცროსს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და თვითონაც ძალიან უყვარს ხუმრობა.

დღეს ორივენი კარგად ნაცემები მოვიდნენ სახლში. ფეხზე ძლივს იდგნენ. შეიძლება ითქვას რომ ჩემს ხელში არიან გაზრდილები და გულმა ვერ მომითმინა და სანახავად მივედი. მონახულების შემდეგ ვეკითხები როგორ მოხდა ეგ ყველაფერი მეთქი.

მეუბნება სასტუმრო ბილტმორთან ვიდექით. უცებ ათამდე ნიღბიანი კაცი მოგვვარდა და იქვე მდგომ მიკრიავტობუსში შეგვათრიესო. ვკითხე რა გინდათ ჩვენგანო. იმათ უკითხავთ რამდენი დღეა რაც აქციებზე დადიხართო. ამათი პასუხის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ეკითხება ვინ არის აქციის ორგანიზატორიო. უმცროს ძმას უთქვამს ილია ჭავჭავაძეო. ვინ არის ეგ ილია და ეხლა სად არისო. ეს პასუხობს, ბანკირია და მთაწმინდაზე არისო. სახლი უნდა გვანახოო. ბიჭი ეუბნება ჩემი ნახვება რად გინდა, ზუსტად გეტყვი სადაც არის და თვითონ მიდითო. იმ ნიღბიანს რაცია აუღია და ეტყობა უფროსს მოახსენა დავადგინე ორგანიზატორი ვინ არისო. უფროსი კითხულობს ვინაო. ვიღაც ბანკირი ყოფილა ილია ჭავჭავაძე და ეხლა მისამართსაც გამოვართმევო. მცირე პაუზის შემდეგ რაციაში თურმე დიდი ხანი ისმოდა ლანძღვა-გინება. ესენი რომ მიხვდნენ რაშიც იყო საქმე მერე კი უთაქებიათ ძმებისთვის. შემდეგ ერთს უკითხავს რა გვარებისა ხართო. მოკლედ საოცრება მოხდა. ამ ჯგუფის უფროსი და ეს ბიჭები არამხოლოდ მოგვარეები, არამედ შორეული ნათესავებიც აღმოჩნდნენ და ძმები იმავე მიკროავტობუსით მოუყვანიათ სახლში. ასე იყო ეს ამბავი.

სრულად წაკითხვა