“ნუ შეგეშინდებათ სისტემის დატოვების, დაგვიკავშირდით, ვისაც ეს სურვილი გაქვთ და ჩვენ გვაქვს მექანიზმები როგორ დაგეხმაროთ და დაგიდგენთ გვერდში” – გიორგი ვაშაძე საჯარო მოხელეებს მიმართავს

7 hours ago 3

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეებსა და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულებს კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს:

,,მთავარი საკითხი, რაზეც შევთანხმდით ეს არის სრული სიის გაკეთება მოძალადეების: სასამართლო, პოლიცია, სპეცსამსახურები, ვინც ჩართულია თავიდან ბოლომდე ძალადობაში, რომ მათ პასუხისმგებლოები დაეკისროს.

მინდა მკაფიოდ მივმართო ყველა პირველ რიგში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, ნუ შეგეშინდებათ სისტემის დატოვების, დაგვიკავშირდით, ვისაც ეს სურვილი გაქვთ და ჩვენ გვაქვს მექანიზმები როგორ დაგეხმაროთ და დაგიდგენთ გვერდში იმისთვის, რომ თქვენ იყოთ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი უფლებები დაცული, თქვენი ოჯახის წევრები და ყველას მივმართავ აბსოლუტურად, დაგვიკავშირდით და ჩვენ გვაქვს კონკრეტული საშუალებები/მექანიზმები როგორ დაგიდგეთ გვერდში.

ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომელიც მინდა გავუგზავნო პირველ რიგში ძალოვან უწყებებს და ასევე საჯარო მოხელეებს აბსოლუტურად ყველას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სრულად წაკითხვა